რვაწლიანი ქორწინების შემდეგ მორატა ცოლს გასცილდა – ესპანეთის ნაკრების ფორვარდმა მიზეზი განმარტა

რვაწლიანი თანაცხოვრებისა და ქორწინების შემდეგ, ესპანეთის ნაკრებისა და “მილანის” ფორვარდი ალვარო მორატა ცოლს, ცნობილ მოდელ ალის კამპელოს გასცილდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია 31 წლის ფეხბურთელმა თავად გაავრცელა.
“დაფიქრებისა და საუბრის შემდეგ, მე და ალისმა გადავწყვიტეთ, რომ გავშორებულიყავით. ჩვენ გვქონდა ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობა, სადაც ერთმანეთი ძალიან გვიყვარდა და მხარში ვედექით.
გვქონდა შესანიშნავი წლები, რომლის ნაყოფილ ჩვენი 4 შვილია. ეს არის მტკივნეული გადაწყვეტილება და ხალხისგან პატივისცემას მოვითხოვთ.
წამიერი პოპულარობისთვის ნუ ააწყობთ ისტორიებს, რადგან ვიმეორებ – პატივისცემა ჩვენს ურთიერთობას არასოდეს აკლდა, უბრალოდ იყო ბევრი
მუდმივი გაუგებრობა, რომელიც ნელ-ნელა აფუჭებს ყველაფერს.
ალისას ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ექნება ჩემს გულში და ყველაფერი, რაც ჩვენ ერთად გავიარეთ, წარმოუდგენელი და შესანიშნავი ცხოვრებისეული გაკვეთილი იყო”, – წერს მორატა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში