რვამდე გაიზარდა ზაპოროჟიეს დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი

უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეში რუსული ბომბებით დანგრეულ შენობებში მაშველებმა კიდევ რამდენიმე დაღუპულის ცხედარს მიაკვლიეს.
საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ივან ფიოდოროვის მიერ ტელეგრამით დღეს, 8 ნოემბერს დილით გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვი რვამდე გაიზარდა. მათ შორის ერთი წლის ბავშვია. გასულ ღამით დადასტურებული იყო ოთხი ადამიანის სიკვდილი.
ს ჯარებმა ზაპოროჟიე 7 ნოემბერს დაბომბეს. დანგრეულია სახლები და სამედიცინო დაწესებულება.
ადგილობრივი ხელისუფლების მიერ 8 ნოემბერს დილით განახლებული მონაცემებით, დაიჭრა 42 ადამიანი.

ასევე დაგაინტერესებთ

საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციაში საბოლოო შესწორებები შევიდა – დოკუმენტს კენჭს 9 ივლისს უყრიან – Netgazeti • ევროპარლამენტი • თვითმმართველობის არჩევნები • მზია ამაღლობელი • რასა იუკნევიჩიანე • Netgazeti.ge