რეჯეფ თაიფ ერდოღანი – „ჰამასმა“ აჩვენა, რომ მშვიდობისთვის მზად არის

„ჰამასმა“ აჩვენა, რომ მშვიდობისთვის მზად არის, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
ღაზაში ომის დასრულების შესახებ -ის პრეზიდენტის, ს სამშვიდობო გეგმაზე „ჰამასის“ პასუხს მიესალმა.
„როგორც ეს აქამდე არაერთხელ, „ჰამასმა“ აჩვენა, რომ მშვიდობისთვის მზად არის. ჩვენს რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად შესაძლებლობების ფანჯარა გაიხსნა“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
შეგახსენებთ, „ჰამასმა“ დონალდ ტრამპის გეგმის საპასუხოდ მზადყოფნა გამოთქვა, რომ ღაზის სექტორის მართვაზე პასუხისმგებლობა დროებით ტექნოკრატიულ მთავრობას გადასცეს. ამავდროულად, „ჰამასმა“ აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპის გეგმის სხვა პუნქტები, რომლებიც „ღაზის სექტორის მომავალსა და პალესტინელი ხალხის ლეგიტიმურ უფლებებს“ ეხება, დამატებით მოლაპარაკებებს საჭიროებს. ამასთან, „ჰამასმა“ განიარაღების შესახებ სა და აშშ-ის მოთხოვნას არ უპასუხა.