უკრაინას ეწვევა

თურქეთის პრეზიდენტი უკრაინას ეწვევა, – ამის შესახებ თურქეთში უკრაინის ელჩმა, ნარიმან ჯელალმა, RBC-Ukraine-სთან ინტერვიუში განაცხადა.
დიპლომატმა აღნიშნა, რომ უკრაინული მხარე ამჟამად აქტიურად მუშაობს ერდოღანის უკრაინაში ვიზიტის ორგანიზებაზე. მისივე თქმით, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მას პირადი მოწვევა გადასცა.
„ეს ვიზიტი მნიშვნელოვან ძალისხმევას მოითხოვს, რადგან არსებობს მრავალი საკითხი, რომელიც მის განხორციელებას უშლის ხელს“, – განაცხადა ელჩმა.
როგორც უკრაინული მედია იუწყება, ვიზიტის მთავარი თემა შესაძლოა ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების რატიფიცირება იყოს.

ასევე დაგაინტერესებთ

არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი – 22 მარტს მთავარი წირვა, სავარაუდოდ, სამებაში შესრულდება, ასევე წესის აგებაც და ამის შემდეგ მოხდება უწმინდესის სიონის საპატრიარქო ტაძარში გადასვენება და დაკრძალვა

ირაკლი კაკაბაძე: პირადად ჩემთვის რთულია ობიექტურობა დავიჩემო საქართველოს აწ გარდაცვლილი კათალიკოს პატრიარქის, ილია მეორის მიმართ. მე პირადად, პრაქტიკულად ბავშვობიდან უამრავი კარგი რამ მახსოვს მისგან, როგორც პიროვნებისგან