რეჯეფ თაიფ ერდოღანი საბერძნეთში ჩავიდა

თურქეთის პრეზიდენტი ვიზიტით საბერძნეთში ჩავიდა. თურქეთის ლიდერი საბერძნეთის პრეზიდენტს, კატერინა საკელაროპულუსა და პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისს შეხვდა.
ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ეს ერდოღანის პირველი ვიზიტია, რომლის მიზანსაც ორ ქვეყანას შორის დაძაბული ურთიერთობების ნორმალიზება და თანამშრომლობის გაღრმავება წარმოადგენს.
როგორც მედია წერს, მეზობელ ქვეყნებს შორის არაერთ საკითხზე არსებული უთანხმოების გამო, იქნება ეს საზღვაო საზღვრები თუ ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვის ფსკერზე წიაღისეულის კვლევასთან დაკავშირებული უფლებები, გასული 50 წლის განმავლობაში თურქეთი და საბერძნეთი სამჯერ იყვნენ ომის დაწყების ზღვართან.