რეჯეფ თაიფ ერდოღანი რუსეთის მიერ ახალი ბირთვული დოქტრინის მიღებაზე – ეს ნაბიჯი ნატო-ს ოფიციალურმა პირებმა უნდა განიხილონ

თურქეთის პრეზიდენტი, ს მიერ ახალი ბირთვული დოქტრინის მიღებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელობამ ეს ცვლილებები უნდა განიხილოს, – ინფორმაციას გამოცემა Milliyet-ი ავრცელებს.
„ვფიქრობ, რომ რუსეთის ეს განცხადება, უპირველეს ყოვლისა, არის ჩვეულებრივი იარაღის წინააღმდეგ მიღებული ღონისძიება და ვფიქრობ, რომ რუსეთის ეს ნაბიჯი ნატო-ს ოფიციალურმა პირებმაც უნდა განიხილონ“, – აღნიშნა ერდოღანმა.
ამავე დროს, ერდოღანი მიიჩნევს, რომ მისმა ქვეყანამ უნდა დაიცვას ორმხრივი ურთიერთობები სა და რუსეთთან.
„ვერ ვიტყვით, რომ ომს, რომელშიც ბირთვული იარაღი გამოიყენება, დადებითი მხარე აქვს. განსაკუთრებით ბოლო დროს უკრაინის მიერ გამოყენებული რაკეტები აჩვენებს, სადამდე მიაღწია ამ ვითარებამ და სადამდე მიაღწევს. ეს რა თქმა უნდა არ არის პოზიტიური განვითარება. როგორც თურქეთი, ჩვენ ვინარჩუნებთ პოზიციას ყველა ამ ნეგატივის წინააღმდეგ და ველით ვითარების განვითარებას მშვიდობისკენ“, – აღნიშნა ერდოღანმა.