რეჯეფ თაიფ ერდოღანი – ნეთანიაჰუ ფსიქოპატი და ვამპირია, რომელიც სისხლით იკვებება

ნეთანიაჰუ “ფსიქოპატია” და “ვამპირი, რომელიც სისხლით იკვებება”. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა
განაცხადა ს მიერ ღაზას სექტორის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქ რაფაჰზე ავიადარტყმის შემდეგ, რამაც იძულებით გადაადგილებულ პირთა ბანაკში ცეცხლი გააჩინა.
მმართველი პარტიის დეპუტატებთან სიტყვით გამოსვლისას ერდოღანმა ავიადარტყმას მოყოლილი მსხვერპლი შეერთებულ შტატებსა და ევროპის ქვეყნებს დააბრალა, მან ასევე “ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაცია” გააკრიტიკა ისრაელის წინააღმდეგ უმოქმედობისთვის.
“ამერიკის სახელმწიფოვ, ეს სისხლი თქვენს ხელებზეცაა. პასუხისმგებელი ხართ ამ გენოციდისთვის როგორც მინიმუმ იმდენად, რამდენადაც ისრაელი. ევროპის სახელმწიფო და მთავრობის მეთაურებო, თქვენ ასევე ხართ ისრაელის გენოციდის, ამ ბარბაროსობის, ისრაელის ამ ვამპირიული ქმედების ნაწილი, ვინაიდან ჩუმად ხართ”, – განაცხადა ერდოღანმა.