რეჯეფ თაიფ ერდოღანი – ისრაელი ადრე თუ გვიან გადაიხდის საფასურს გენოციდისთვის, რომელსაც 1 წელია ახორციელებს – როგორც ჰიტლერი შეაჩერა კაცობრიობის საერთო ალიანსმა, ასევე შეაჩერებენ ნეთანიაჰუსაც

ისრაელის გენოციდის, ოკუპაციისა და შეჭრის ხანგრძლივი პოლიტიკა უნდა დასრულდეს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტი, სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ, “ს მკვლელმა მთავრობამ ღაზასა და ლიბანში ათიათასობით ადამიანი დახოცა”.
„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ისრაელი ადრე თუ გვიან გადაიხდის საფასურს ამ გენოციდისთვის, რომელსაც ის ერთი წელია ახორციელებს და ახლაც გრძელდება“, – აცხადებს ერდოღანი.
ის ნეთანიაჰუს ადოლფ ჰიტლერს ადარებს და აცხადებს, რომ ისრაელი გააგრძელებს პალესტინელი ხალხის მხარდაჭერას.
„როგორც ჰიტლერი შეაჩერა კაცობრიობის საერთო ალიანსმა, ნეთანიაჰუს და მისი მკვლელობის ქსელსაც ასევე შეაჩერებენ. თურქეთი გააგრძელებს ისრაელის მთავრობასთან დაპირისპირებას, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს ეს და მოვუწოდებთ მსოფლიოს, დაიკავოს ეს საპატიო პოზიცია“, – წერს ერდოღანი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – რამდენიმე დღის წინ მთელ ოპოზიციას ერთად ჰქონდა შეკრება და რაოდენობა იყო რამდენჯერმე ნაკლები ჩვენს შეკრებასთან შედარებით – ასეთივე რამდენჯერმე ნაკლები იქნება ოპოზიციის შედეგი ამ არჩევნებზე