– ისრაელის თავდასხმებით გამოწვეულმა ძალადობის სპირალმა, შესაძლოა, რეგიონსა და ევროპას მიგრაციის ზრდისა და ბირთვული გაჟონვის შესაძლებლობის თვალსაზრისით ზიანი მიაყენოს

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ირანსა და ისრაელს შორის ომმა, შესაძლოა, მავნე გავლენა მოახდინოს ევროპაზე მიგრაციის კუთხით.
მედიის ინფორმაციით, ერდოღანმა განაცხადა, რომ კონფლიქტმა, შესაძლოა, მიგრაციის ზრდა გამოიწვიოს, რაც ევროპასა და რეგიონზე უარყოფითად იმოქმედებს.
„ისრაელის თავდასხმებით გამოწვეულმა ძალადობის სპირალმა, შესაძლოა, რეგიონსა და ევროპას მიგრაციის ზრდისა და ბირთვული გაჟონვის შესაძლებლობის თვალსაზრისით ზიანი მიაყენოს“, – აღნიშნა ერდოღანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

თამარ ჩერგოლეიშვილი: ბიძინა ივანიშვილი ახლა ისეთ მდგომარეობაშია, რომ უკან დახევის ფუფუნება არ აქვს. რეპრესიებით უჭირავს ეს ყველაფერი და რეპრესიები თუ აუშვა, მაშინ იწყება ზუსტად ავტოკრატებისთვის საშიში დრო, ჩამოინგრევიან