ირაკლი კობახიძეს არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვებას ულოცავს

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს არჩევნებში პარტია „ქართული ოცნების“ გამარჯვებას ულოცავს.
რეჯეფ თაიფ ერდოღანი აღნიშნავს, რომ არჩევნებმა, რომელმაც ქართველი ხალხის ნება გამოკვეთა, მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩაიარა.
„გულწრფელად გილოცავთ 2024 წლის 26 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში თქვენი ლიდერობით პარტია „ქართული ოცნების“ გამარჯვებასა და პირველი ადგილის მოპოვებას. ვიმედოვნებ, რომ არჩევნების შედეგები წარმატების მომტანი იქნება საქართველოს ხალხისა და ჩვენი რეგიონისათვის. სასიხარულოა, რომ არჩევნებმა, რომელმაც ქართველი ხალხის ნება გამოკვეთა, მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩაიარა. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ გისურვოთ ჯანმრთელობა და ბედნიერება, ხოლო საქართველოს მეგობარ ხალხს – კეთილდღეობა და ბედნიერება“, – აღნიშნავს თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ მიქელაძე: მე, ისევე როგორც სხვებს, მჯერა, რომ უწმინდესისა და უნეტარესის ადგილს დაიკავებს ის ეპისკოპოსი, რომელიც ილია მეორემ, ჩემმა პატრიარქმა საკუთარი გზის გამგრძელებლად შერაცხა

თორნიკე ჭეიშვილი გახარიას პარტიის ინიციატივაზე: გეყოთ იმის სითამამე თქვათ, რომ თქვენი პროექტის მიხედვით, “მოლოტოვის კოქტეილის” მსროლელიც პოტენციურად დაქვემდებარებულია ამნისტიას – ეს იმ კამპანიიდან არის, ზოგიერთი დიპლომატიური მისია რომ ცდილობდა “მოლოტოვის კოქტეილის” სროლის რომანტიზებას