რეჯეფ თაიფ ერდოღანი ირაკლი კობახიძეს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.როგორცმისალოცწერილშიააღნიშნული, თურქეთშიირაკლიკობახიძისბოლოვიზიტისასგანხილულიიყოთურქეთ-საქართველოსმჭიდრომეგობრულიურთიერთობებიდასტრატეგიულიპარტნიორობისდონეზეარსებულისამაგალითოთანამშრომლობა.
„პატივცემულო პრემიერო, ჩემი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით გულითადად გილოცავთ მეზობელი და მეგობარი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. თურქეთში თქვენი ბოლო ოფიციალური ვიზიტის დროს ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, დეტალურად განგვეხილა თურქეთ-საქართველოს მჭიდრო მეგობრული ურთიერთობები და სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე არსებული სამაგალითო თანამშრომლობა. მჯერა, რომ ამ მიმართულებით უფრო მეტი წინსვლა გვექნება ჩვენი ხალხებისა და რეგიონისთვის სტაბილურობისა და კეთილდღეობის მისაღწევად. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და გულწრფელად ვუსურვო თქვენს აღმატებულებას ჯანმრთელობა და ბედნიერება, ხოლო მეგობარ ქართველ ხალხს – მშვიდობა და კეთილდღეობა“, – აღნიშნულია მისალოც წერილში.