რეჯეფ თაიფ ერდოღანი – თურქეთში „ჰამასის“ 1 000-ზე მეტი წევრი მკურნალობს

თურქეთის პრეზიდენტის, ს განცხადებით, თურქეთის საავადმყოფოებში, ამჟამად, „ჰამასის“ 1 000-ზე მეტი წევრი მკურნალობს.
მისი თქმით, „ჰამასის“ ტერორისტულ ორგანიზაციად დასახელება სასტიკი მიდგომა იქნება.
„მე არ განვიხილავ „ჰამასს“, როგორც ტერორისტულ ორგანიზაციას. პირიქით, „ჰამასი“ არის წინააღმდეგობის ორგანიზაცია, რომლის მიწები ოკუპირებულია 1947 წლიდან და ოკუპაციის შემდეგ ისინი იცავენ თავიანთ მიწებს. ეს არის წინააღმდეგობის ორგანიზაცია, რომელიც იბრძვის ამ ადგილების დასაცავად“, – ციტირებს რეჯეფ თაიფ ერდოღანს თურქეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Anadolu.