რეჯეფ თაიფ ერდოღანი – თურქეთი ლიბანის გვერდით დგას

თურქეთი ლიბანის გვერდით დგას, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
„თურქეთი ლიბანელი მოძმე ხალხისა და ლიბანის სახელმწიფოს გვერდით დგას. რეგიონის სხვა ქვეყნებს მოვუწოდებ, რომ ლიბანის გვერდით დადგნენ“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
თურქეთის პრეზიდენტის თქმით, პათეტიკურია ის, რომ სახელმწიფოები, რომლებიც თავისუფლებაზე, ადამიანის უფლებებსა და სამართლიანობაზე საუბრობენ, ნეთანიაჰუს ტყვეობაში იმყოფებიან.
„როგორც ჩანს, ღაზის განადგურებისა და გადაწვის შემდეგ ისრაელმა ახლა თვალი ლიბანს დაადგა. ვხედავთ, რომ დასავლური სახელმწიფოები ისრაელს კულისებს მიღმა მხარს უჭერენ. ომის რეგიონში გავრცელების შესახებ ნეთანიაჰუს გეგმები დიდ კატასტროფას გამოიწვევს“, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ