– თურქეთის გარეშე ევროპის უსაფრთხოება წარმოუდგენელია

თურქეთის გარეშე ევროპის უსაფრთხოება წარმოუდგენელია, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უცხოელ ელჩებთან შეხვედრაზე განაცხადა.
რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს „სტრატეგიულ პრიორიტეტად“ მიიჩნევს, რადგან იგი „ევროპის განუყოფელი ნაწილია“.
„თურქეთის მიერ თავისი კუთვნილი ადგილის დაკავების გარეშე ევროპისთვის გლობალურ აქტორად დარჩენა სულ უფრო შეუძლებელი ხდება“, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.
ამასთან, ერდოღანის თქმით, უკრაინაში სამწლიანი სრულმასშტაბიანი ომის განმავლობაში თურქეთი „ცდილობდა გამოსავალი ცეცხლზე ნავთის დამატების გარეშე ეპოვა“.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, გვჯერა, რომ გამოსავალი რუსეთისა და უკრაინის მონაწილეობის გარეშე ვერ მოიძებნება“, – განაცხადა ერდოღანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქი თეოფილე III ილია მეორის გარდაცვალების გამო მეუფე შიოს სამძიმრის წერილს უგზავნის – რეგიონში საომარი მდგომარეობის გამო პირადად დასწრებას ვერ ვახერხებთ, რის გამოც ვაგზავნით ჩვენს წარმომადგენელს

რუსუდან ფეტვიაშვილი – პატრიარქისთვის გაერთიანებული საქართველო იყო უპირველესი, სულ ამბობდა: ერთიანობა, კონსენსუსი, ურთიერთგაგება – მან ერთხელ თქვა: როცა გაგიჭირდებათ და აღარ ვიქნები, შეგიძლიათ მომმართოთ, როგორც ცოცხალს და თხოვნას შევასრულებ