თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი სტამბოლის მერის, ეკრემ იმამოღლუს დაკავების ფაქტს ადგილობრივ მედიასთან საუბარში გამოეხმაურა.
გამოცემა TRT HABER-ის ინფორმაციით, ერდოღანმა იმამოღლუს დაკავების ფაქტზე განაცხადა, რომ ხელისუფლება დროს არ დაკარგავს “ოპოზიციური შოუებისთვის”
“არც პირადად, არც როგორც პარტიას და არც ალიანსს, დრო არ გვაქვს ოპოზიციური შოუებისთვის.
[…] ისინი ცდილობენ წარმოადგინონ შიდა დაპირისპირება, ხოლო კანონთან ბრძოლა მთელი ქვეყნის პრობლემად – მათი ტვინი ამბიციებმმა დაიპყრეს”. – თქვა ერდოღანმა, TRT HABER-ის ცნობით.
ცნობისთვის, 19 მარტს სტამბოლის მერი, თურქეთის პოლიციამ კორუფციისა და ტერორიზმის ბრალდებით დააკავეს.