პრეზიდენტის შესაძლებლობაზე როცა ვსაუბრობ, რეცეპტად მაქვს ეს ყველაფერი წარმოდგენილი, როგორ შევამციროთ პოლარიზაცია, – ამბობს მიხეილ ყაველაშვილი ტელეკომპანია “იმედთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.
ყაველაშვილი ირწმუნება, რომ ხელისუფლებასაც მოსთხოვს ღია იყოს ამ პროცესში
“იმიტომ ვესაუბრები ასე გულწრფელად ჩემს მოქალაქეს, ახალგაზრდა იქნება თუ ზრდასრული, ღია ვარ და ხელისუფლებასაც მოვთხოვ, რომ ღია იყოს ამ პროცესში. მაგალითისთვის – რამდენჯერ შესთავაზა, რატომ არ უნდა მოიყენოს კრიტიკულად მოაზროვნე თავისუფალმა ახალგაზრდამ ეს შანსი, რომ მას ესაუბროს” – ამბობს ყაველაშვილი