„რესტორნის მენეჯმენტის განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო, [„კაკლების“ მართვიდან] გასვლა ვარჩიეთ“ – მერიკო გუბელაძე

„რესტორნის მენეჯმენტის განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო, [„კაკლების“ მართვიდან] გასვლა ვარჩიეთ“ – მერიკო გუბელაძე
რესტორანი „კაკლები“ Facebook-გვერდზე მენეჯმენტის ცვლილების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.
„ძვირფასო სტუმრებო,
არსებული მენეჯმენტი რესტორნიდან გავიდა, მაგრამ გემრიელი კერძები დატოვა.
წარმატებები კაკლებს!“ – წერია რესტორნის ოფიციალურ Facebook გვერდზე.
ცნობისთვის, „კაკლების“ მართვაში შეფმზარეული მერიკო გუბელაძე იყო ჩართული. როგორც მან BMG-ის განუცხადა, მიზეზი პოლიტიკური თემაზე განსხვავებული მოსაზრებები იყო.
„რესტორნის მენეჯმენტის და რესტორნის მფლობელების განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო, გასვლა ვარჩიეთ. ჩვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ვერ შევთანხმდით“, – განუცხადა bmg-ის მერიკო გუბელაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ