რესტორან ბუშმალას მფლობელი და შეფი, ნოდარ ტურაშვილი თავისუფალია. ინფორმაციას მისი ოჯახის წევრი, ნინო ტურაშვილი Facebook-ზე ავრცელებს.
ნოდარ ტურაშვილმა სოციალურ ქსელში 10 მაისს საღამოს საათებში დაწერა, რომ პოლიციამ მას რესტორანში მიაკითხა და ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით წაიყვანა.
დაკავების შესახებ დაწერილი პოსტის შემდეგ ტურაშვილის ადგილსამყოფელი რამდენიმე საათის მანძილზე უცნობი იყო. ცოტა ხნის წინ გაირკვა, რომ ის ორთაჭალის განყოფილებაში იყო გადაყვანილი.
