მოსამართლეების შეკრების პარალელურად რესტორან ბაბილოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებულ აქტივისტებს, რომელთა საქმეებსაც თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს განიხილავდა, პატიმრობა შეეფარდათ.
ისინი ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები.
ბექა პაპაშვილს – 15 დღიანი, ზურაბ მანჩხაშვილს – 13 დღიანი, დენის ბულკაშვილს – 14 დღიანი, ტიტე გედენიძეს, კახა ჯაფარიძეს, გიორგი ჩაჩანიძეს და გიორგი რობაქიძეს – 10-10 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ.
