რესტორან ბაბილოსთან აქციის დროს დაკავებული ნუცა მახარაძე სასამართლომ 3 000 ლარით დააჯარიმა

რესტორან ბაბილოსთან აქციის დროს დაკავებული ნუცა მახარაძე სასამართლომ 3 000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა მილდენბერგერმა გამოაცხადა.
12 იანვარს რესტორან ბაბილოში მოსამართლეებს წვეულება ჰქონდათ. მოქალაქეები რესტორანთან შეიკრიბნენ და მათ შეძახილებით დახვდნენ. მოსამართლეებმა ტერიტორია პოლიციის დახმარებით დატოვეს. პოლიციამ ძალის გამოყენებით დააკავა აქტივისტები. მათ ადმინისტრაციული წესით ედავებიან.