რესტორანი ,,კაკლები” მუშაობას აჩერებს

რესტორანი ,,კაკლები”, სადაც ორი დღის წინ ,,ქართული ოცნების” წევრები ქეიფობდნენ, მუშაობას აჩერებს და საპროტესტო განცხადებას ავრცელებს: ,,არ შეგვიძლია გიმასპინძლოთ და თვალები დავხუჭოთ იმაზე, რაც ქვეყანაში ხდება. რესტორანი დაკეტილია. საქართველოს მომავალი ევროპაშია.”
მოქალაქეები კომენტარებში უწერენ:
,,დარბაზში რომ გესხდნენ, თვალდახუჭულებმა უმასპინძლეთ?“
,,კაი, აღარაა საჭირო, გვცემეს უკვე”
,,ქოცები რომ მოვიდნენ საქეიფოდ გააბრუნეთ უკან?”
,,აქამდეც უნდა გექნათ, მაგრამ მაინც მადლობა!“
,,ქოცის ნამყოფ დარბაზში დეზინფექცია ჩაატარეთ უკვე?“

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე შიო: შევინანოთ, გამოვსწორდეთ, დავფიქრდეთ, თუ რა არის ჩვენი ხალხის ის მანკიერებები, ის ცოდვები, რომლებიც ჩვენ უნდა გამოვასწოროთ, იმისთვის რომ მოგვეცეს წყალობა ღვთის და ვეღირსოთ ჩვენს გამთლიანებას და ქვეყნის გაძლიერებას