რესპუბლიკურ საავადმყოფოში დასაქმებულები 26 იანვარს ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას გეგმავენ

რესპუბლიკურ საავადმყოფოში დასაქმებულები 26 იანვარს ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას გეგმავენ.
როგორც ერთ-ერთი ექიმი აცხადებს, პროტესტი უკავშირდება რესპუბლიკური საავადმყოფოს დემონტაჟს.
„დიდი ქრთამია აღებული ან შეკვეთა მიცემული, რომ აქ არ იყოს კლინიკა. პარასკევს ვაპირებთ მივიდეთ ჯანდაცვის სამინისტროსთან პროტესტის გამოსახატავად რესპუბლიკური საავადმყოფოს დახურვასთან დაკავშირებით“, – აცხადებს ერთ-ერთი ექიმი მედიასთან.
როგორც რესპუბლიკურ კლინიკასთან გამართულ აქციაზე კიდევ ერთმა ექიმმა განაცხადა, მათი მოთხოვნაა ალტერნატიული ფართის გამოყოფა, სადაც სამედიცინო პერსონალი გადავა.
„შანტაჟის და ულტიმატუმის ენით არის საუბარი. ერთადერთ შემთხვევას დავთანხმდებით, თუ გამოიყოფ ალტერნატიული ფართი, სადაც სამედიცინო პერსონალი გადავა.
შემოთავაზებაში არის ასეთი ჩანაწერი- ალტერნატიული სამსახურის ერთჯერადი შეთავაზება და 4 – თვიანი კომპენსაცია. როდესაც ვიკითხეთ, რა სამსახურს გვთავაზობთ – „თუ ამას აირჩევთ მერე მოვიფიქრებთ“, – აცხადებს რესპუბლიკურ კლინიკაში დასაქმებული მედიკოსი.
ცნობისათვის, ჯანდაცვის სამინისტრომ, თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებისთვის, კომპენსაციებთან დაკავშირებით, შეთავაზების პროცესი ოფიციალურად დაიწყო. უწყების ინფორმაციით, შესაბამის დოკუმენტებს, თითოეული თანამშრომელი ინდივიდუალურად მიიღებს.
რესპუბლიკური საავადმყოფოს ძირითადი სამკურნალო კორპუსის ნაცვლად, ახალი, თანამედროვე სტანდარტების, თანამედროვედ აღჭურვილი სამედიცინო ცენტრი აშენდება. გადაწყვეტილების შესახებ 23 იანვარს გამოცხადდა.
რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს შენობის დემონტაჟის გამო მთავრობა კომპენსაციებსა და სხვა კლინიკებში დასაქმებას სთავაზობს.
უფრო კონკრეტულად, როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, თანამშრომლებს შესაძლებლობა ექნებათ რამდენიმე შეთავაზებიდან მათთვის სასურველი აირჩიონ.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას