„რესპუბლიკურ საავადმყოფოს დაანგრევენ, ახალ საავადმყოფოს ააშენებენ, გამონთავისუფლებულ უზარმაზარ ტერიტორიაზე კორპუსებს ჩადგამენ!“ – რომან გოცირიძე

თბილისის დინამოს ქალაქგარეთ საწვრთნელ ბაზას ავუშენებთო. სინამდვილეში ეს ნიშნავს დიღომში ამ საფეხბურთო კლუბის სტადიონის და ინფრასტრუქტურის გაყიდვას და იქ კორპუსების ჩადგმას.
ასე ნაბიჯ-ნაბიჯ ნადგურდება ქალაქის საზოგადოებრივი სივრცეები და წარმოიქმნება უსახური ბეტონის ჯუნგლები.
არ ავაშენებინებთ დიღმის სტადიონზე კორპუსებსო, ბრძანა თბილისის მერმა. “აღდგომა და ხვალეო”. მეტ ქრთამს მოთხოვენ ნებართვისათვის ან თავად სახელისუფლო სამშენებლო ბიზნესი იყიდის ამ ტერიტორიას.
კორუფცია და ხელისუფლების ბიზნესინტერესები დგას ყველა დიდი მშენებლობის უკან.“

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)