რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოში პერსონალი აქციას მართავს

რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოში პერსონალი აქციას მართავს. საპროტესტო აქციის მონაწილეები კლინიკის დაანონსებულ დაკეტვას აპროტესტებენ. მათი თქმით, ახალი კლინიკის აშენება მისასალმებელია, თუმცა ძველმა ფუნქციონირება არ უნდა შეწყვიტოს. მათთვის ასევე მიუღებელია კომპენსაციის ის სახეები, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო სთავაზობს.
შეგახსენებთ, რომ მთავრობა რესპუბლიკურის თავიდან აშენებას გეგმავს, რის გამოც კლინიკა მუშაობას აჩერებს. რესპუბლიკური საავადმყოფოში დასაქმებულებს, კლინიკის დანგრევის შემდეგ, სამსახურს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, რუხის კლინიკაში სთავაზობენ.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაურის განცხადებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალს 2 კვირა ექნება იმისთვის, რომ აირჩიონ კონკრეტული შეთავაზება კომპენსაციასთან დაკავშირებით.
შეთავაზებული პაკეტები ასეთია:
ნებისმიერი თანამშრომელი, რომელიც მხოლოდ რესპუბლიკურ საავადმყოფოშია დასაქმებული, კომპენსაციის სახით, ერთჯერადად, 12 თვის ხელფასით იქნება უზრუნველყოფილი.
თუ კლინიკის თანამშრომელი სხვა დაწესებულებაშიც მუშაობს კომპენსაციის სახით, 4 თვის ხელფასს მიიღებს.
სამედიცინო პერსონალი, რომელიც 12-თვიან კომპენსაციაზე უარს განაცხადებს, ჯანდაცვის სამინისტრო, სხვა სამედიცინო კლინიკაში, იგივე პოზიციაზე დასაქმებასა და 4 თვის ხელფასის ოდენობით კომპენსაციას შესთავაზებს.
სამედიცინო პერსონალი, რომელიც არ მუშაობს სხვა დაწესებულებაში და სამინისტრო, ალტერნატიულ სამსახურს ვერ შესთავაზებს, უწყება, 3 წლის განმავლობაში, დასაქმებამდე, ყოველთვიურ სახელფასო ანაზღაურებას გადაუხდის.

ასევე დაგაინტერესებთ