რესპუბლიკური საავადმყოფო პაციენტების მიღებას აგვისტოს მეორე ნახევრიდან გააგრძელებს

რესპუბლიკური საავადმყოფო პაციენტების მიღებას აგვისტოს მეორე ნახევრიდან გააგრძელებს. ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს კარდიოლოგიური განყოფილების უფროსმა, ნინო ოთარიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
როგორც მან განმარტა, კლინიკაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.
„ამ დროისთვის, კლინიკაში რემონტი მიმდინარეობს, რათა კლინიკამ რეგულაციები დააკმაყოფილოს. სამედიცინო დაწესებულება აგვისტოს მეორე ნახევრიდან იფუნქციონირებს სრული დატვირთვით“,- აღნიშნავს ექიმი, ნინო ოთარიშვილი.
ამასთან, მან პრემიერის განცხადება შეაფასა, რომლის თანახმადაც შესაძლოა, რესპუბლიკური საავადმყოფოს მთლიანი ტერიტორია იყოს გამოყენებული საავადმყოფოს გაფართოებისთვის, ან საუნივერსიტეტო სივრცის დამატებისთვის. როგორც ექიმი განმარტავს, აღნიშნულ გადაწყვეტილებას მიესალმებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ ალავიძე: გადაწყვეტილება პოპულიზმის ნაწილია, იმ კატეგორიის ადამიანების გულის მოსაგებად, ვისთვისაც გამაღიზიანებელია უცხოელების დასაქმება – აუცილებლად შექმნის დეფიციტს და მყისიერად გამოიწვევს ფასების მცირე ზრდას

ნიკა გვარამია – ყველა წამყვანი პოლიტიკური ლიდერი განსასჯელის სკამზეა, არავინ ვიცით რაში გვედება ბრალი – დავაყენებთ შუამდგომლობას სხდომის გახსნაზე, იმედია, მოსამართლეს ირაციონალური ბრაზი გადაუვლის