„რესპუბლიკურის“ ექიმებმა კლინიკის დანგრევის გადაწყვეტილების შესაჩერებლად სასამართლოს მიმართეს

„რესპუბლიკური საავადმყოფოს“ თანამშრომლებმა კლინიკის შენობების დანგრევის გადაწყვეტილების შესაჩერებლად თბილისის საქალაქო სასამართლოს დღეს, 30 იანვარს მიმართეს. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას უთხრა ნინო ოთარიშვილმა, კარდიოლოგიური სამსახურის უფროსმა.
მთავრობამ საავადმყოფოს დანგრევის გადაწყვეტილება 22 იანვარს მიიღო, რამდენიმე საათში კი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თანამშრომლებს 4 წინადადება შესთავაზა. ამ შეთავაზებებიდან არცერთი არ არის მისაღები იმ თანამშრომლებისთვის, რომელთა სახელითაც სარჩელი შევიდა სასამართლოში.

ვრცლად radiotavisupleba.ge