რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილი აქციის მონაწილეები მსვლელობით საქართველოს პარლამენტისკენ მიემართებიან

რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილი აქციის მონაწილეები მსვლელობით საქართველოს პარლამენტისკენ მიემართებიან.
აქციის მონაწილეები 26 ოქტომბრის ს შედეგებს არ აღიარებენ, აღნიშნულ კონტექსტში კი ახალი პარლამენტის პირველ სხდომას აპროტესტებენ, რომელიც ხვალ უნდა გაიმართოს.
შეკრებილები გეგმავენ, რომ ღამე პარლამენტთან გაათენონ.
აქციაზე ოპოზიციური პარტიის ლიდერები იმყოფებიან. გარდა ამისა, საპროტესტო აქციას ავტოკოლონებით რეგიონებიდანაც შეუერთდნენ.
აქციის მონაწილეებს გაშლილი აქვთ ბანერები და საქართველოს დროშები. ისინი სტვენით, შეძახილებით გამოხატავენ პროტესტს და სკანდირებენ: “საქართველოს გაუმარჯოს!”
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურის ინფორმაციით, ძმებმა გიორგი და დავით მიქაძეებმა მკვლელობის ორგანიზება ლევან ჯანგველაძესთან დაპირისპირებაში მყოფ სხვა პირთა შეკვეთით დაგეგმეს – გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენის და გამოვლენის მიზნით