რესპუბლიკის მოედანზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გასაპროტესტებლად მოქალაქეები იკრიბებიან. ისინი მსვლელობით ევროპის მოედნისკენ გაემართებიან.
„ევროპის მარში – ევროპის კვირაში“ – ასე ჰქვია მსვლელობას, რომელსაც მოქალაქეები თბილისის 4 სხვადასხვა ადგილიდან შეუერთდებიან.
აქციის მონაწილეები საბოლოოდ ევროპის მოედანზე შეიკრიბებიან.
„კი ევროპას! არა რუსულ კანონს!” – ეს არის დემონსტრანტების მთავარი ლოზუნგი.




