პირველი რესპუბლიკის მოედანზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გალა კონცერტი მიმდინარეობს.
გალა-კონცერტში მონაწილეობენ: „თბილისის ქალთა გუნდი“, ანსამბლი „ერისიონი“, ანსამბლი „რუსთავი“, ანსამბლი „ჩაკრულო“, ანსამბლი „შილდა“, ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი, ანსამბლი „ბასიანი“, ანსამბლი „ნართები“, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი, ამბროლაურის ანსამბლი „საგალობელი“, აჭარის ანსამბლი „არსიანი“, ანსამბლი „მძლევარი“, პატრიარქის ნათლულთა გუნდი „საგალობელი“.
წელს 26 მაისს საზეიმო ღონისძიებები თბილისში, თავისუფლების მოედანზე წვევამდელების ფიცის დადების ცერემონიით გაიხსნა. თბილისში და რეგიონებში საზეიმო ღონისზიებები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. წელს 26 მაისის სლოგანია – „რაც გვეამაყება და გვაერთიანებს“.