რესპუბლიკის მოედანზე მიწისქვეშა გადასასვლელში, სადაც რუსი ტურისტი ჩავარდა, დამცავი ჯებირები დაამონტაჟეს

,,ჩემი ქალაქი მკლავს” ავრცელებს ფოტო მასალას, სადაც ჩანს, რომ პირველი რესპუბლიკის მოედანზე მიწისქვეშა გადასასვლელის ჯებირის ამაღლების სამუშაოები მომდინარეობს.
შეგახსენებთ, ეს ის მიწისქვეშა გადასასვლელია, რომელშიც 27 სექტემბერს რუსი ტურისტი არინა გლაზუნოვა ჩავარდა და დაიღუპა.. ის მეგობართან ერთად ვიდეოს იღებდა და ცეკვავდა, რა დროსაც ახალგაზრდა ქალი მიწისქვეშა გადასასვლელის 30 სანტიმეტრი სიმაღლის ჯებირს წამოედო, ჩავარდა და დაიღუპა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით გამყრელიძე – ოპოზიცია მზად ვართ, დავდოთ პირობა, რომ არჩევნების შემდეგ, თუ გარკვეული ვადის მერე ვერ შევჯერდებით ერთიან კანდიდატურაზე და მთავრობაზე, უპირობოდ მივიღოთ პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული პრემიერობის კანდიდატიც და მისი მთავრობაც