რესპუბლიკის მოედანზე გამართულ აქცია-მარათონზე 250 000 ლარი შეგროვდა

პირველი რესპუბლიკის მოედანზე გამართულ საქველმოქმედო აქცია-კონცერტიზე -„მუსიკოსები ევროპული მომავლისთვის“ 250 000 ლარი შეგროვდა, – ამის შესახებ მარათონის ორგანიზატორები აცხადებენ.
კონცერტის მიზანი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებული პირების ფინანსური დახმარება იყო კერძოდ, მათი ჯარიმებისგან გათავისუფლება.
აქცია-კონცერტის მიმდინარეობისას მოქალაქეებს QR კოდები დაურიგდათ, მასზე ის ანგარიშის ნომრები იყო დატანილი, სადაც მოქალაქეებს თანხის გადარიცხვა შეეძლოთ.