რესპუბლიკელი ჯორჯ სანტოსი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დეპუტატი აღარ იქნება

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატიდან გარიცხეს რესპუბლიკელი დეპუტატი, ჯორჯ სანტოსი. კენჭისყრაზე სანტონის გაძევებას მიემხრო საჭირო რაოდენობა, დეპუტატთა ორი მესამედი. სანტოსს ბრალად ედება ქურდობა და სიცრუე.
პალატის ისტორიაში ეს მეექვსე შემთხვევაა, როცა დეპუტატს პალატას ატოვებინებენ. გათავისუფლებულ ადგილს დემოკრატიული პარტიის წევრი დაეპატრონება.
35 წლის სანტოსი, რომელიც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მომხრედ წარმოადგენს თავს, საშუალედო არჩევნების დროს ნიუ-იორკის საარჩევნო ოლქში აირჩიეს. შემდგომ გამოვლინდა პოლიტიკოსის ყალბი მონაცემები, სხვათა შორის განათლების, სამსახურის, ოჯახის და რელიგიის შესახებ.
სანტოსი ამტკიცებდა, რომ ელიტური უნივერსიტეტი დაამთავრა და რომ იმუშავა საინვესტიციო ბანკ „გოლდმან სმიტში, რაც არ დასტურდება.
მას ასევე ბრალად ედება ქურდობა და საარჩევნო კომისიის წინაშე ყალბი ჩვენების მიცემა, ასევე სხვა კანონდარღვევები.
თვითონ ყოფილი დეპუტატი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.
სანტოსს მკაცრი ბრალდებები წაუყენა წარმომადგენელთა პალატის ეთიკის საბჭომ და განაცხადა, რომ მან „უწყების ღირსება შელახა“.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა