რესპუბლიკელი კონგრესმენები მზად არიან ბაიდენის იმპიჩმენტზე მოკვლევას კენჭი უყარონ

რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებული წარმომადგენელთა პალატა, დემოკრატ პრეზიდენტ ს იმპიჩმენტის საკითხზე მოკვლევის ოფიციალურად გაფორმებას სავარაუდოდ კენჭს ოთხშაბათს უყრის. მისი ვაჟი, ჰანტერ ბაიდენი ჩვენების მისაცემად უკვე დაიბარეს.
რესპუბლიკელი კონგრესმენები აცხადებენ, რომ ბაიდენმა და მისმა ოჯახმა ისარგებლეს იმ გადაწყვეტილებებით, რომელთა მიღებაშიც უფროსი ბაიდენი მონაწილეობდა, როდესაც 2009-17 წლებში ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ეკავა. გამოძიების ყურადღების ცენტრში უმცროსი ბაიდენის ბიზნეს გარიგებებია, ჯერ უცნობია, გამოცხადდება თუ არა ის კონგრესში.
წარმომადგენელთა პალატის საზედამხედველო კომიტეტმა 8 ნოემბერს, 53 წლის ჰანტერ ბაიდენს გაუგზავნა სავალდებულო გამოცხადების უწყება იმისთვის, რომ მან დახურულ კარს მიღმა ჩვენება მისცეს. პრეზიდენტის ვაჟმა კანონმდებლებს ჩვენების საჯაროდ მიცემა შესთავაზა, მაგრამ პალატამ შეთავაზება არ მიიღო და აცხადებს, რომ ნებისმიერი საჯარო ჩვენების მიცემის წინ, ის თავდაპირველად დახურულ კარს მიღმა გამოკითხვაზე უნდა გამოცხადდეს. 6 დეკემბერს კანონმდებლებმა ბაიდენი გააფრთხილეს, რომ გამოუცხადებლობის შემთხვევაში, მას ბრალს კონგრესისადმი უპატივცემულობაში დასდებენ.
ჰანტერ ბაიდენი არაერთი იურიდიული პრობლემის წინაშეა. სექტემბერში საგანგებო პროკურორის თანაშემწე პროკურორებმა მას ბრალი წაუყენეს უკანონო ნარკოტიკების მოხმარებაში იმ პერიოდში, როდესაც ცეცხლსასროლ იარაღს ყიდულობდა. გასულ კვირაში ნაფიც მსაჯულთა დიდმა კოლეგიამ ჰანტერ ბაიდენს ბრალი საგადასახადო კანონდარღვევების საკითხზე ოფიციალურად წარუდგინა.
თეთრმა სახლმა პრეზიდენტის შვილის დანაშაული უარყო და გამოძიება 2024 წლის საპრეზიდენტო ს წინ პოლიტიკურად მოტივირებულად გამოაცხადა. მომავალი წლის არჩევნებზე რესპუბლიკელი , შეერთებული შტატების ერთადერთი პრეზიდენტი, რომელსაც იმპიჩმენტი ორჯერ გამოუცხადეს, ბაიდენის მეტოქეობისთვის წამყვანი პრეტენდენტია. ტრამპი ორივე იმპიჩმენტის შემთხვევაში სენატმა გაამართლა.