რესპუბლიკელთა კვლევითი კომიტეტი – ამერიკა პირველ ადგილზე უნდა დავაყენოთ – არანაირი დაფინანსება პროირანულ დიქტატურებს

ამერიკა პირველ ადგილზე უნდა დავაყენოთ – არანაირი დაფინანსება პროირანულ დიქტატურებს. ამის შესახებ განცხადებას რესპუბლიკელთა კვლევითი კომიტეტი (Republican Study Committee) X-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
“ამერიკა პირველ ადგილზე უნდა დავაყენოთ – არანაირი დაფინანსება პროირანულ დიქტატურებს”, – ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნულით რესპუბლიკელთა კვლევითი კომიტეტი კონგრესმენ ჯო უილსონის განცხადებას ეხმაურება, რომელშიც კონგრესმენი ბიძინა ივანიშვილს კორუმპირებულად მოიხსენიებს და “ჩინეთისა და ირანის მოყვარულს და ამერიკის მოძულეს” უწოდებს.
იმავე განცხადებაში უილსონი აღნიშნავს, რომ ივანიშვილი საქართველოს დემოკრატიიდან დიქტატურად გადაქცევას ცდილობს და თუ ეს მოხდება, საქართველოს სრულუად უნდა შეუწყდეს დაფინანსება.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)