რესან ქიქავა: ქრისტიანებს ვეკითხები – წირვაზე დგომა საკმარისია ცხონებისთვის? არა, მაგრამ ეს მინიმუმია, რომ ამ აქტით, ღვთის წინაშე, ქრისტიანმა თქვა შენი სათქმელი…

“რუსთაველზე დგომაა გამოსავალი? ცხადია არა, მაგრამ ეს მინიმუმია, რომ ამ აქტით, მოქალაქემ თქვა შენი სათქმელი.

ქრისტიანებს ვეკითხები – წირვაზე დგომა საკმარისია ცხონებისთვის? არა, მაგრამ ეს მინიმუმია, რომ ამ აქტით, ღვთის წინაშე, ქრისტიანმა თქვა შენი სათქმელი… დღეს კიდევ ერთხელ დავდგები რუსთაველზე, რომ ამით, თქვენს წინაშე ვთქვა ჩემი სათქმელი” – წერს ExpoGeorgia-ს აღმასრულებელმა დირექტორი რესან ქიქავა სოციალურ ქსელში.

დღეს, 28 ნოემბერს 1 წელი გავიდა რაც “ქართულმა ოცნებამ” განაცხადა, რომ ევროინტეგრაციის პროცესს 2028 წლამდე აჩერებს.

ქიქავას თქმით, დასავლეთის ქვეყნები ყველაზე მეტად უახლოვდებიან იმ სტანდარტებს, სადაც უსაფრთხო, სამართლიანი და განვითარებული გარემო იქმნება, მაშინ როდესაც ავტორიტარულ სახელმწიფოებში, მისი შეფასებით, „მშვიდობა“ ხშირად თავისუფლებისა და უფლებების ნაკლებობითაა უზრუნველყოფილი.

“ერთი რამ ფაქტია – ნებისმიერ ადამიანს უნდა კარგ ქვეყანაში ცხოვრება, ხარისხიან, დაცულ, განვითარებულ, სამართლიან გარემოში.

ყველაზე ახლოს, ასეთ ქვეყანასთან და გარემოსთან, არიან დასავლეთის ქვეყნები.

ცხადია, იქაც იყო, არის და იქნება გამოწვევები, მაგრამ თავისუფალი ხალხი იქ მუდმივად იბრძვის და ამიტომაც არის, რომ ჩვენი ცივილიზაციის ყველაზე მაღალ ნიშნულს, ყველა მიმართულებით, სწორედ იქ მიაღწიეს.

ამის საპირისპიროა და ავტოკრატიული გარემო ზოგადად, სადაც არის “მშვიდობა”, ანუ განულებული ბრძოლა საკუთარი უფლებების, სამართლიანობის და უკეთესი მომავლისთვის. ზოგან არის განვითარება, მაგრამ არ არის უფლებები, სხვაგან არის უსაფრთხოება, მაგრამ არ არის თავისუფლება.

ამის კომბინაცია, მიიღწევა დემოკრატიით. არა იდეალურად, მაგრამ იდეალური არაფერია.

საქართველო უნდა გახდეს ევროპული სახელმწიფო.

ამისთვის, ქვეყნის მართვა უნდა იყოს დემოკრატიული, კონსტიტუციის ჩარჩოში მოქცეული, დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტებით.

დღეს რასაც ვხედავთ, ამის საპირისპიროა. რა ნაბიჯებიც იდგმება, მინიმუმ ბოლო ერთი წელია, თითქმის ყოველდღე.

ეს არის და ეს.

რუსთაველზე დგომაა გამოსავალი?

ცხადია არა, მაგრამ ეს მინიმუმია, რომ ამ აქტით, მოქალაქემ თქვა შენი სათქმელი.

ქრისტიანებს ვეკითხები – წირვაზე დგომა საკმარისია ცხონებისთვის?

არა, მაგრამ ეს მინიმუმია, რომ ამ აქტით, ღვთის წინაშე, ქრისტიანმა თქვა შენი სათქმელი…

დღეს კიდევ ერთხელ დავდგები რუსთაველზე, რომ ამით, თქვენს წინაშე ვთქვა ჩემი სათქმელი” – წერს ExpoGeorgia-ს აღმასრულებელმა დირექტორი რესან ქიქავა სოციალურ ქსელში.