“რეჟისორ კახა მელიქიძეს სპორტში პოლიტიკის შემოტანას აბრალებენ მატჩის მსვლელობისას სტადიონზე ს მოძებნით და მისი კადრის ჩვენებით”

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრები რეჟისორ კახა მელიქიძეს სპორტში პოლიტიკის შემოტანას აბრალებენ მატჩის მსვლელობისას დინამოს სტადიონზე ს მოძებნით და მისი კადრის ჩვენებით.
🔴2024 წლის 21 მარტს საქართველო-ლუქსემბურგის მატჩზე კახა მელიქიძემ სახელმწიფოს მეთაური აჩვენა.
სალომე ზურაბიშვილი ე.წ. VIP ლოჟაში სხვა ოფიციალურ სტუმრებთან ერთად იჯდა, შესაბამისად მის ჩვენებას ძებნა არ სჭირდებოდა.
🔴აღსანიშნავია, რომ კახა მელიქიძე დღეს ერთადერთი ქართველი რეჟისორია, რომელიც ქართველ ოპერატორებთან ერთად, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ, UEFA-ს და IJF-ის ტურნირებს იღებს.
🔴2025 წლის 23 მარტის საქართველო-სომხეთის საფეხბურთო მატჩს თბილისში, კახა მელიქიძის და პირველი არხის სხვა თანამშრომლების ნაცვლად, სრულად თურქული გუნდი გადაიღებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ფინანსური რესურსით.
წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურის ინფორმაციით, დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტზე ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ლევან გამრეკელი და მასთან კავშირში მყოფი ორი პირი, პაატა ნოზაძე და რომან მეტივიშვილი დააკავეს – ისინი ფარულად დაეუფლნენ 5 000 000 ლარის სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებს