რეჟისორმა კახა მელიქიძემ მოყვა, როგორ დაჟინებით ითხოვდნენ მისგან ტრიბუნებზე მყოფი ირაკლი კობახიძის რამდენჯერმე ჩვენებას ეთერში (ვიდეო)

საქართველოსა და სომხეთის ნაკრებების დღევანდელი მატჩის რეჟისორი კახა მელიქიძე არ იქნება,  – ამის შესახებ ინფორმაციას „პუბლიკას” თავად კახა მელიქიძე უდასტურებს.

მისი ცნობით, რეჟისორი აღნიშნულ თამაშზე თურქი კოლეგები იმუშავებენ, რეჟისორი კი სხვა იქნება.

ცნობა ამის შესახებ თავდაპირველად „ფორმულამ” გაავრცელა. ტელეკომპანიასთან საუბრისას არხის გენერალური დირექტორის მოადგილე რუსუდან მანჯგალაძე ამბობს, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს ხელშეკრულება გაფორმებული აქვს თურქულ კომპანიასთან, რომელიც აკმაყოფილებს UEFA-ს მიერ დადგენილ სტანდარტებს და აღნიშნული კომპანია დამოუკიდებლად ქირაობდა კახა მელიქიძეს. შესაბამისად, მანჯგალაძე შეკითხვის ადრესატად თავს არ მიიჩნევს.
„არათუ საქართველო-სომხეთის მატჩს, არამედ საქართველოს ნაკრების ყველა მატჩს ვიღებთ საზოგადოებრივი მაუწყებლის ფინანსური რესურსით.

ეს არის თურქული კომპანია, ვინაიდან შესაბამისი  „პეტეეს” [ПТС, ინგ.: – OB VAN (Outside Broadcast Van)] საქართველოს არ გააჩნია, რომელიც UEFA-ს სტანდარტებს აკმაყოფილებს, ყოველ ჯერზე ჩამოგვყავს თურქული კომპანია, რომელთანაც მრავალწლიანი კონტრაქტი არსებობს.

ეს თურქული კომპანია დამოუკიდებლად ქირაობდა კახა მელიქიძეს, ან არ ქირაობა კახა მელიქიძეს. შესაბამისად, მათ უნდა მიმართოთ, ამჯერად რატომ არ იქირავეს მათ კახა მელიქიძე”, – ამბობს ის.
კახა მელიქიძეს ვკითხეთ, თანამშრომლობის რა გამოცდილება აქვს აღნიშნულ კომპანიასთან. მისი თქმით, ბოლო 5-6 წელია, მათთან სისტემატურად თანამშრომლობს.
„რაც თურქებმა დაიწყეს ჩვენთან მუშაობა, ყოველ პროექტზე ერთად ვმუშაობდით. სულ პირველი თამაშზე თვითონ იყვნენ, მას მერე დაახლოებით 5-6 წელია ერთად”, – ამბობს მელიქიძე.
დამატებითი კომენტარისგან მელიქიძემ ამ ეტაპზე უარი განაცხადა.

3 თებერვალს გამართულ ბორდის სხდომაზე რეჟისორმა კახა მელიქიძემ მოყვა, როგორ ერეოდნენ მის საქმიანობაში,  სთხოვდნენ მატჩის მიმდინარეობისას თანამდებობის პირების ჩვენებას.

მისივე თქმით, თითქმის ერთი წლის მანძილზე, ეროვნული ნაკრების გაზაფხულისა და შემოდგომის თამაშებზე, როგორ დაჟინებით ითხოვდნენ მისგან ტრიბუნებზე მყოფი ირაკლი კობახიძის რამდენჯერმე ჩვენებას ეთერში.

ასევე დაგაინტერესებთ

პაატა ზაქარეიშვილი – გერმანია არ ამბობს, რომ „შოლცი ცდებოდა“, პირიქით, „ქართული ოცნების“ მიმართ პოლიტიკას უფრო ამკაცრებს, ორბანს კი საქართველო არ ადარდებს, მისი ამოცანაა, ულტრამემარჯვენეთა ოჯახი შეაკოწიწოს