რეჟისორი ემირ კუსტურიცა ს მოქალაქეობას მიიღებს

სერბი კინორეჟისორი და სცენარისტი ემირ კუსტურიცა ს მოქალაქეობას მიიღებს. ამის შესახებ მოსკოვში მყოფმა კუსტურიცამ თავად განუცხადა რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასს“.
კუსტურიცას თანახმად, უნდა დაასრულოს რუსული რომანის საფუძველზე თავისი პირველი ფილმის გადაღება და უკვე მომდევნო გადაღებაზე რუსულ პასპორტს აიღებს. „იქნება(რუსეთის მოქალაქეობა). აუცილებლად იქნება“, – განაცხადა კუსტურიცამ.
„ტასის“ ცნობით, ამჟამად სერბი რეჟისორი მუშაობს ფილმზე „ბოლო ვადა“ რუსი მწერლის, ვალენტინ რასპუტინის ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით და როგორც მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში შემოქმედებით შეხვედრაზე თქვა, სცენარი უკვე დასრულებულია. ამის შემდეგ კუსტურიცა აპირებს რუსული ნაწარმოებების მიხედვით გადაიღოს კიდევ ორი ფილმი. ერთ მათგანს საფუძვლად დაედება დოსტოევსკის რომანი „დანაშაული და სასჯელი“.
არაერთი ევროპული კინოპრემიის მფლობელი, კანის ფესტივალის ორგზის გამარჯვებული ემირ კუსტურიცა, რომელიც არაერთი რუსული ორდენის კავალერიცაა, წლებია პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პოლიტიკის მხარდამჭერია.
2012 წელს კუსტურიცამ განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქე რომ იყოს ხმას პუტინს მისცემდა. 2014 წელს მხარი დაუჭირა ს ანექსიას, ხოლო 2022 წელს ში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიან შეჭრას.
2022 წლის თებერვალში, ში ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, რუსეთის სახელმწიფო მედია წერდა, რომ ემირ კუსტურიცა დასთანხმდა რუსეთის თავდაცვის მაშინდელი მინისტრის, სერგეი შოიგუს წინადადებას, უხელმძღვანელოს რუსეთის არმიის ცენტრალურ აკადემიურ თეატრს. 2024 წელს კუსტურიცამ განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეობის მოთხოვნას აპირებს.
კუსტურიცა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის მხარდამჭერიცაა.
ფორუმი