ქართული ოცნების პროპაგანდისტმა, გია გაჩეჩილაძემ, იგივე “უცნობმა” თავის გადაცემაში განაცხადა, რომ მეუფის წოდება მისთვის ღირსეული აღარ იქნება, “პატრიარქის ანდერძის არ შესრულება რომ დაიწყოს.”
“ღირსეული მეუფეები გვყავსო იძახიან და მეც ეგრე მგონია, რომ ძალიან ღირსეული მეუფეები გვყავს და პირველ რიგში, იმიტომ ვცემ ამ მეუფეებს პატივს ყველას, რომ უწმინდესის მოსწავლეები არიან, გამოსვლებს ხომ ვუსმენ ხოლმე სათითაოდ, ამ მეუფეების და ყველას რაღაც უდიდესი მოკრძალება, უდიდესი სიყვარული უწმინდესის მიმართ და შინაგანი სიტუაციაც ისეთია, რომ მე მგონი, ღირსეულად გავივლით ამ გზას, ამ მეუფეებთან ერთად, სინოდის სხდომა მაქვს მხედველობაში.
პირდაპირ გეტყვით, რომ იქ დამთავრდება ღირსეული მეუფის წოდება ჩემთვის, როგორც კი პატრიარქის ამ წერილის, ვინიცობაა, არ შესრულება რომ დაიწყოს, ღირსება იქ დამთავრდება ყველანაირი მეუფის, როგორც არ უნდა დიდ პატივს ვცემდე და ვაფასებდე. მე მგონია და დიდი იმედი მაქვს, რომ ერთხმად იქნება გადაწყვეტილება მიღებული ამ წერილის, რაც გინდათ ის დავარქვათ, გინდაც ანდერძის.” – ამბობს “უცნობი”.
ცნობისთვის, 22 მარტს საკუთარ გადაცემაში ოცნების პროპაგანდისტი გია გაჩეჩილაძე (უცნობი) ილია მეორის დაკრძალვამდე უკვე არიგებდა წმიდა სინოდს თუ ვინ უნდა აერჩიათ პატრიარქად.
ილია II ჯერ არ დაუკრძალავთ – უცნობი წმიდა სინოდს უკვე არიგებს, ვინ უნდა აირჩიონ პატრიარქად
“სინოდმა უნდა მიიღოს ის გადაწყვეტილება, რაც დაიბარა პატრიარქმა. შემთხვევით პატრიარქს არაფერი არასდროს არ გაუკეთებია და ერთი სიტყვაც კი არ წამოსცდენია შემთხვევით. ასე რომ, თქვენგან ველით ერთსულოვნებას, პატივცემულებო, დიდი სიყვარულით.” – განაცხადა (უცნობმა)
მოგვიანებით, 24 მარტს, გაჩეჩილაძემ (უცნობი) გადაცემაში განაცხადა, რომ მეუფე ისაიამ თავისი კანდიდატურა მეუფე შიოს სასარგებლოდ მოხსნა და თქვა, რომ ვინც დარჩება და არ მოხსნის მოსაყდრის სასარგებლოდ, მოღალატეა.
მეუფე ისაიამ ინტერპრესნიუსს განუცხადა – “ჯერ შორი დროა არჩევნებამდე, ამიტომ ჯერ არავის დაუსახელებია ვინმე კანდიდატად, ამიტომაც ჯერ ვერავინ მოხსნიდა თავის კანდიდატურას, მგონია, გასაგებად ვამბობ… დანარჩენს კი დრო გამოაჩენს, რა როგორ იქნება.”
უცნობი წმიდა სინოდის წევრებზე გაკეთებული განცხადების გამო ბოდიშს იხდის
ამ განცხადებიდან მალევე, 27 მარტს “უცნობმა” ეთერში ბოდიში მოიხადა სინოდის წევრებზე გაკეთებული განცხადების გამო და განმარტა, რომ “ნერვებმა ვეღარ გაუძლო”