“რეჟიმის ნაბიჭვრებმა მანქანა გადაგვიღებეს” – სტუდენტური მოძრაობის წევრის თქმით, მანქანა დაუზიანეს

სტუდენტური მოძრაობა “თავისუფლებისთვის” ლიდერი, ნიკო მანაგაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მანქანა დაუზიანეს. მის მიერ გამოქვეყნებული ფოტოებში ჩანს, რომ მანქანა ლურჯი საღებავით არის მოხატული და მასზე “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო პლაკატებია მიკრული.
შემთხვევა გუშინ, 7 სექტემბერს, ანაკლიაში მოხდა.
სტუდენტური მოძრაობა “თავისუფლებისთვის” 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით რეგიონებში საინფორმაციო შეხვედრებს მართავს. სწორედ ამ კამპანიის ფარგლებში იმყოფებოდნენ ახალგაზრდები ანაკლიაში.
“ნეტგაზეთი” ცდილობს დაუკავშირდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს. უწყებისგან პასუხების მიღებისთანავე მასალა განახლდება.
პირადად ნიკო მანაგაძეს აქამდეც არაერთხელ დაესხნენ თავს. 7 ივლისს, ის ლექციის დასრულების შემდეგ ავტობუსის გაჩერებისკენ მიდიოდა, როცა უნივერსიტეტის წინ რამდენიმე ახალგაზრდამ თავში მძიმე საგანი ჩაარტყა. თვითმხილველებმა გადაიღეს კადრები, სადაც თავდამსხმელები ჩანან, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს ისინი არ დაუკავებია.
მანაგაძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ 20 აპრილსაც. ეს მას შემდეგ მოხდა, როცა უნივერსიტეტიდან გამოსულ პრემიერ-მინისტრ ს მან “ს მონა” დაუძახა. ნიკო მანაგაძის თქმით, უყურებდა როგორ სცემდა მას უნივერსიტეტის წინ შეკრებილი ჯგუფი.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა, ნიკო მანაგაძემ ამავე უნივერსიტეტის მე-2 კორპუსთან, ირაკლი კობახიძის ლექციების პარალელურად აქციების გამართვა რუსული კანონის ხელმეორედ დაინიციირების შემდეგ დაიწყო. ის პრემიერ-მინისტრს, რომელიც ლექციებს კონსტიტუციური სამართლის შესახებ ატარებს მოუწოდებდა, მათთვის განემარტა, რატომ იღებდა მმართველი პარტია ანტიკონსტიტუციურ კანონს.

ასევე დაგაინტერესებთ

თათა ცოფურაშვილი: ვინც პროფესიულ სასწავლებლებში ჩააბრებს, იმ ახალგაზრდებიდანაც ბიჭებს ჯარში წაიყვანენ, რადგან პროფესიული სასწვალებელი ჯარიდან არ ათავისუფლებს. ასეთი მოდელია რუსეთში დღეს

“მილიონერი ეკონომიკის მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი, სანამ ჩვენი ეკონომიკის აყვავებას შეუდგებოდა, სანამ არაბული ქალაქების აშენებას ხსნად და განვითარებად შერაცხავდა, შემდეგ კი, ამავე ხელშეკრულებას კომერციულ საიდუმლოებად გამოაცხადებდა…”