რეჟიმის თანხმობის გარეშე გრანტის მიღება იკრძალება — კანონპროექტს I მოსმენით მხარი დაუჭირეს

პარლამენტმა პირველ მოსმენაზე მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, უცხოური გრანტის მისაღებად საჭირო იქნება მთავრობის ან მისი წარმომადგენლის თანხმობა. ცვლილებები გრანტების შესახებ კანონში შედის და ინიცირებულია ივანიშვილის მთავრობის მიერ.
კანონპროექტის მიხედვით, გრანტის მიზნის ცვლილება თანხმობის გარეშე გაცემულ გრანტად ჩაითვლება და დადგება პასუხისმგებლობის საკითხი. მონიტორინგს ანტიკორუფციული ბიურო განახორციელებს, ხოლო დარღვევის შემთხვევაში მიმღები დაჯარიმდება ორმაგი ოდენობით.