2025 წლის პირველ ნახევარში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, საქართველოში რეპტილიების იმპორტი 12.4%-ით გაიზარდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში ქვეყანაში იმპორტირებულია 25.3 ათასი დოლარის ღირებულების ცოცხალი რეპტილიები (ჯამში 600 კგ). ხოლო გასულ წელს ამავე პერიოდში ქვეყანაში შემოვიდა 22.5 ათასი დოლარის 500 კგ. რეპტილიები.
„ბიზნესპრესნიუსის“ დათვლით, ერთი კგ. ცოცხალი რეპტილიის საშუალო საიმპორტო ფასი გადასახადების გარეშე წელს 42 დოლარს აჭარბებს, ეს კი მაშინ, როცა შარშან 45 დოლარი იყო. მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველოს რეპტილიების იმპორტი 6.7%-ით გაუიაფდა.
რა უჯდება საქართველოს ცოცხალი გველის იმპორტი
აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ცოცხალი რეპტილიების იმპორტი მხოლოდ ჩინეთიდან განხორციელდა.
ამასთან, მონაცემები აჩვენებს, რომ ქვეყანაში რეპტილიების იმპორტი 16-წლიან მაქსიმუმზეა.
ცნობისთვის, „საქსტატს“ საგარეო ვაჭრობის პორტალზე მონაცემები 2009 წლიდან აქვს წარმოდგენილი, 2009 წლიდან დღემდე ყველაზე მეტი ღირებულების რეპტილია ქვეყანაში 2025 წელს შემოვიდა.
ინფორმაციისთვის, საქსტატის ცნობით, ცოცხალი რეპტილიების კლასიფიკაცია მოიცავს ცოცხალს გველსა და კუს.
tia.ge
