“რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” ნამდვილად გასულან სამართლისა და ობიექტურობის საზღვრებს მიღმა

“რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” ნამდვილად გასულან სამართლისა და ობიექტურობის საზღვრებს მიღმა
„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე, სოციალურ ქსელში ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“-ს მიერ გამოქვეყნებულ სიას ეხმაურება, სადაც „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ 2025 წლის 34-კაციან ჩამონათვალში ბიძინა ივანიშვილი მოხვდა და აღნიშნავს, რომ „საქართველოში 2025 წლის მონაცემები: ტელევიზია 50, რადიო 40 – 45, ბეჭდური მედია 25 – 40, ონლაინ პორტალი 150 – 250, “youtube” (პოდკასტები და სხვა).“ მისივე თქმით, „საქართველოში დღეს, ნებისმიერი ხასიათის “ონლაინ-პლატფორმა” დაცულია კანონმდებლობის შესაბამისად. რაც მთავარია, უმეტესობა ოპოზიციურად განწყობილი სუბიექტია“.
როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” ნამდვილად გასულან სამართლისა და ობიექტურობის საზღვრებს მიღმა, თუმცა სადაც “დიფ სთეითი”, სოროსის სინდიკატი და ჩრდილოვანი მმართველები ცდილობენ საზოგადოებრივი აზრის ტოტალურ კონტროლს, არაფერია გასაკვირი.
„მე არ ვიცი რა ხდება – ამერიკაში, უნგრეთში, სლოვაკეთში თუ ისრაელში, თუმცა საქართველოში 2025 წლის მონაცემები:
* ტელევიზია 50;
* რადიო 40 – 45;
* ბეჭდური მედია 25 – 40;
* ონლაინ პორტალი 150 – 250;
* “youtube”(პოდკასტები და სხვა) 100 + ;
საქართველოში დღეს, ნებისმიერი ხასიათის ტელე/რადიო პლატფორმის რეგისტრაცია სამართლებრივად უმარტივესია.
საქართველოში დღეს, ნებისმიერი ხასიათის “ონლაინ-პლატფორმა” დაცულია კანონმდებლობის შესაბამისად.
რაც მთავარია, უმეტესობა ოპოზიციურად განწყობილი სუბიექტია.
საქართველოში დღეს, ვისი ტელეფონის კამერის ფუნქციაც მუშაობს, ყველა ჟურნალისტად, ოპერატორად და რეპორტიორად იქცა სქესის, მრწამსის და პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად.
აქედან გამომდინარე – “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” ნამდვილად გასულან სამართლისა და ობიექტურობის საზღვრებს მიღმა, თუმცა სადაც “დიფ სთეითი”, სოროსის სინდიკატი და ჩრდილოვანი მმართველები ცდილობენ საზოგადოებრივი აზრის ტოტალურ კონტროლს, არაფერია გასაკვირი!
P.S.
გაუმარჯოს მშვიდობის, სიყვარულის, სიმდიდრისა და სიმართლის სამინისტროებს. ორუელისეული 1984-ის მადლი გფარავდეთ, სრულიად ლიბერალეთს.“ – წერს ქადაგიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა