„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“: კრემლის დამღუპველი გავლენა აღმოსავლეთ ევროპასა და შუა აზიაზე

„აღმოსავლეთ ევროპისა და შუა აზიის მედიაში, ს რეპრესიების ეფექტური იმიტაციით ცენზურა გაძლიერდა, იქნება ეს ბელარუსი (167 ადგილი ინდექსში, 10 პოზიციით გაუარესება), საქართველო (103 ადგილი, 26 პოზიციით გაურესება), (120) თუ აზერბაიჯანი (164 ადგილი, 13 პოზიციით გაურესება).
„ეს ვარდნა არ იყო არც გასაკვირი და არც მოულოდნელი. ეს პროცესი მედია გარემოს გაურესების უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს და პროცესი ძალიან დაჩქარდა, აპრილში, სწორედ რუსული კანონის შემობრუნების შემდეგ“ ლია ჩახუნაშვილი
რუსეთის გავლენა სერბეთამდეც (98 ადგილი, 7 პოზიციით გაურესება) კი გავრცელდა, სადაც პროსახელისუფლებო მედია რუსეთის პროპაგანდას გადმოსცემს და ხელისუფლება რუს ჟურნალისტებს გაძევებით ემუქრება“ – ეს არის ამონარიდი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) ანგარიშიდან “ჟურნალისტიკა პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ”, რომელიც 1 აგვისტოს გამოქვეყნდა.
„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ აღნიშნავს, რომ რუსეთი (162 ადგილი), სადაც პუტინი პრეზიდენტად სიურპრიზების გარეშე აირჩიეს 2024 წელს, აგრძელებს ომს ში და ახდენს მედიის ეკოსისტემასა და ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე განსაკუთრებულ გავლენას.
პრესის თავისუფლების ინდექსში, რომელიც „რეპორტიორები საზღვრებს გარეშემ“ მაისში განაახლა, საქართველომ დრამატული ვარდნა განიცადა და 180 ქვეყანას შორის 103 ადგილზეა, კენიას, ანგოლასა და მოზამბიკის კომპანიაში.
„ეს ვარდნა არ იყო არც გასაკვირი და არც მოულოდნელი. ეს პროცესი მედია გარემოს გაურესების უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს და პროცესი ძალიან დაჩქარდა, აპრილში, რუსული კანონის შემობრუნების შემდეგ“ – უთხრა „ამერიკის ხმას“ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელმა დირექტორმა ლია ჩახუნაშვილმა.
ამას რომ დაემატება რომ მედია საშუალებები უკვე კარგავენ საერთაშორისო დაფინანსებას და ამ რუსული კანონის შემდეგ, ესეც აღარ იქნება ხელმწისაწვდომი, თავისთავად ცხადია ეს მიუკერძოებული და დაბალანსებული მედიის გაქრობის საფრთხეს ქმნის მაია მეცხვარიშვილი, სტუდია მონიტორი
მისი თქმით, „რუსული კანონის შემობრუნებით, ქართულ მედიას დაუდგა ეგზისტენციალური საფრთხე. ხელისუფლება სისტემურად ანგრევს ყველაფერს იმას, რასაც მედიამ წლების განმავლობაში მიაღწია საქართველოში. ინსტიტუციურად ანადგურებს, გარდა იმისა, რომ ინდივიდუალურად ჟურნალისტებზე არის ძალიან დიდი წნეხი, ფსიქოლოგიური, ფიზიკური, ფინანსური, ყველანაირი“.
„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ რეგიონულ ანგარიშში აღნიშნავს, რომ „გლობალურ მასშტაბში ნათელია ერთი რამ, პრესის თავისუფლებას საფრთხეს უქმნიან ის ადამიანები, რომლებიც ამ თავისუფლების გარანტორები უნდა იყვნენ: პოლიტიკური ხელისუფლება. იმ ხუთი მაჩვნებლიდან, რომლიდანაც ქვეყნის რეიტინგი დგება, ყველაზე ძლიერად სწორედ პოლიტიკური მაჩვენებელი მცირდება, 2024 წლის ინდექსში“.
საქართველო 2023 წელს, RSF ინდექსში – 77 ადგილზე იყო, ხოლო ქვეყნის პოლიტიკური ინდიკატორი – 48,40 შეადგენდა, 2024 წლის მაისში გამოქვეყნებულ რეიტინგში, საქართველო უკვე 103 ადგილზეა, პოლიტიკური ინდიკატორი კი 36.23-მდე არის შემცირებული.
„ეს არის მნიშვნელოვანი გაუარესება და ორგანიზაციას „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ მითითებული აქვს, თუ რით არის ეს განპირობებული“ – ამბობს „ამერიკის ხმასთან“ საგამოძიებო სტუდია “მონიტორის” რედაქტორი მაია მეცხვარიშვილი.
მეცხვარიშვილის თქმით, „პოლიტიკური კონტექსტის ნაწილში არის ახსნილი, რომ რუსული კანონის ნაწილში არის მნიშვნელოვანი პრობლემა. მნიშვნელოვანი პრობლემაა მედიის პოლარიზაცია, რომელიც ბოლო წლებში საქართველოში გადაუწყვეტელ პრობლემად რჩება.
ყურადღება აქვთ გამახვილებული ეკონომიკურ კონტექსტზეც, რაც არის ქვეყანაში სარეკლამო ბაზარი, რომელიც ისედაც მწირია და ეს მწირი სარეკლამო ბაზარიც არ არის სამართლიანად გადანაწილებული.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”