“რეპორტიორების საზღვრის გარეშე”-ს უსამართლობისა და ცილისწამების მატარებელი გადაწყვეტილება, ასიმეტრიულად, ჯდება “დიპ სტეიტის” დანარჩენი მარიონეტი-ორგანიზაციების ბოლოდროინდელ პერფორმანსებში

“რეპორტიორების საზღვრის გარეშე”-ს უსამართლობისა და ცილისწამების მატარებელი გადაწყვეტილება, ასიმეტრიულად, ჯდება “დიპ სტეიტის” დანარჩენი მარიონეტი-ორგანიზაციების ბოლოდროინდელ პერფორმანსებში
დღეს ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა შეგვახსენა, რომ ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) წარმატებულად შეუერთდა ცილისმწამებლურ ანტიქართულ კამპანიას, რომელსაც “დიპ სტეიტი” აწარმოებს ჩვენი სამშობლოს წანააღმდეგ. თურმე საქართველოში მედია მიტაცებული ყოფილა ბიძინა ივანიშვილის მიერ, რომელმაც 2012 წლიდან მოყოლებული, ერთ-ერთი მთავარი, რაც გააკეთა – მედია ავტორიტარული დიქტატორული მმართველობის მსახურებისგან გაათავისუფლა, და მისცა მაქსიმალური თავისუფლება ოპოზიციურ საინფორმაციო სარედაქციო პოლიტიკას, როგორც ტელევიზიით, ასევე რადიომაუწყებლობით და ინტერნეტ მედიასაშუალებებით – წერს ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.
როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, “რეპორტიორების საზღვრის გარეშე”-ს უსამართლობისა და ცილისწამების მატარებელი გადაწყვეტილება, ასიმეტრიულად, ჯდება “დიპ სტეიტის” დანარჩენი მარიონეტი-ორგანიზაციების ბოლოდროინდელ პერფორმანსებში, როდესაც მთელ რიგ ქართველ კანონისდამრღვევს აჯილდოვებენ სხვადასხვა პრემიით და ამით ჩვენს ქვეყანაში დანაშაულის ჩადენას ახალისებენ.
„დღეს ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა შეგვახსენა, რომ ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) წარმატებულად შეუერთდა ცილისმწამებლურ ანტიქართულ კამპანიას, რომელსაც “დიპ სტეიტი” აწარმოებს ჩვენი სამშობლოს წანააღმდეგ. თურმე საქართველოში მედია მიტაცებული ყოფილა ბიძინა ივანიშვილის მიერ, რომელმაც 2012 წლიდან მოყოლებული, ერთ-ერთი მთავარი, რაც გააკეთა – მედია ავტორიტარული დიქტატორული მმართველობის მსახურებისგან გაათავისუფლა, და მისცა მაქსიმალური თავისუფლება ოპოზიციურ საინფორმაციო სარედაქციო პოლიტიკას, როგორც ტელევიზიით, ასევე რადიომაუწყებლობით და ინტერნეტ მედიასაშუალებებით.
ამ ორგანიზაციამ „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ 2025 წლის 34-კაციან სიაში შეიყვანა, სადაც ერთი მინიშნებითაც არ არის ნახსენები არც მოლდოვას, და არც უკრაინის პრეზიდენტები: მაია სანდუ და . ერთხელაც გავიხსენოთ ამ ქვეყნებში “სიტყვის თავისუფლებისა” და “აზრის გამოხატვის” სფეროებში არსებული ვითარება:
მოლდოვა – დაიხურა 10 ტელეკომპანია:
6 არხი (Primul în Moldova, RTR Moldova, Accent TV, NTV Moldova, TV6, Orhei TV) – მაუწყებლობის ლიცენზიები შეჩერდა 2022 წლის 16 დეკემბერს
კიდევ მინიმუმ 4 არხი, რომლებიც დაკავშირებულია პლახოტნიუკთან/”შორთან” – გადაწყვეტილებები მიღებულ იქნა 2023 წლის ნოემბერში
– დაიხურა არა ნაკლებ 6 ცენტრალური ტელეკომპანია:
112 Ukraine, NewsOne, ZIK – ეთერიდან მოხსნა მოხდა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სანქციის გადაწყვეტილებით 2021 წლის 2 თებერვალს
Pershyi Nezalezhnyi (First Independent) – მაუწყებლობა ფაქტობრივად შეჩერდა გახსნიდან მალევე, 2021 წლის თებერვალში; მოგვიანებით დამატებითი სანქციები დაწესდა 2021 წლის დეკემბერში
UkrLive – სანქციები 2021 წლის 29 დეკემბერს
NASH – დაბლოკვა/დახურვა სანქციების საფუძველზე 2022 წლის თებერვალში (ეთერი) და საბოლოოდ აკრძალვა – 2023 წლის 8 ივნისს.
საქართველოში 2012 წლის 1 ოქტომბრიდან, სახელმწიფოს თუ ბიძინა ივანიშვილის პირადი ჩარევის საფუძველზე, არ დახურულა არც ერთი, მათ შორის – ოპოზიციური პარტიული ტელევიზია. ამ უტყუარი ფაქტების წინაშე – “რეპორტიორების საზღვრის გარეშე”-ს უსამართლობისა და ცილისწამების მატარებელი გადაწყვეტილება, ასიმეტრიულად, სავსებით ჯდება “დიპ სტეიტის” დანარჩენი მარიონეტი-ორგანიზაციების ბოლოდროინდელ პერფორმანსებში, როდესაც მთელ რიგ ქართველ კანონისდამრღვევს აჯილდოვებენ სხვადასხვა პრემიით და ამით ჩვენს ქვეყანაში დანაშაულის ჩადენას ახალისებენ…“ – წერს ქართველიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაზა შათირიშვილი: აბსოლუტური ბლეფია ტრამპის მუქარა, რომ შესაძლოა აშშ-მა ნატო დატოვოს. მაშ რა მიზანი აქვს ტრამპის რიტორიკას ნატოს წინააღმდეგ? – მთელი ეს სპექტაკლი, სწორედ ვიქტორ ორბანის პოლიტიკური გუნდის დანგრევას და არჩევნებში მის გარდაუვალ მარცხს უკავშირდება

ზაზა შათირიშვილი: ვიქტორ ორბანი „დიპ სტეიტმა“ საკმაოდ რთულ ვითარებაში ჩააგდო – ის რაც ორბანისათვის პოლიტიკური ქულების მომტანი უნდა ყოფილიყო, ანუ აშშ-ის მხარდაჭერა, არჩევნების წინ ყველაზე დიდ თავის ტკივილად გადაიქცა

ზაზა შათირიშვილი: უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები ბევრ რამეს წყვეტს როგორც უნგრელებისთვის, ასევე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ახლა სწორედ ამ არჩევნებზე გადის დაპირისპირების მთავარი ფრონტის ხაზი „დიპ სტეიტსა“ და ეროვნულ, სუვერენულ პოლიტიკურ ძალებს შორის

ზაზა შათირიშვილი: „ნატო“ არათუ დაიშლება, არამედ როგორც იცით, რამდენიმე თვის წინ, სწორედ ტრამპის ხელით ალიანსის წევრ ქვეყნებს ხარჯები კიდევ უფრო გააზრდევინეს – ამ ფონზე, ცხადია აბსოლუტური ბლეფია ტრამპის მუქარა, რომ შესაძლოა აშშ-მა ნატო დატოვოს