რეპერი Killer Mike გრემის დაჯილდოებაზე 3 კატეგორიაში გამარჯვების შემდეგ დააკავეს

ვეტერანი ჰიპ ჰოპ არტისტი, მაიკლ სანტიაგო რენდერი, სასცენო სახელით Killer Mike, ლოს ანჯელესში გრემის დაჯილდოების ცერემონიაზე 3 კატეგორიაში გამარჯვების შემდეგ დააკავეს.
სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ მაიკი ლოს ანჯელესის პოლიციას Crypto.com Arena-დან ხელბორკილებით გაჰყავს.
BREAKING: Rapper Killer Mike gets arrested at the Grammy’s in Los Angeles after winning three awards.

Just before getting taken out of the Crypto arena in handcuffs, Killer Mike won Best Rap Album, Best Rap Performance and Best Rap Song.

Killer Mike was heard saying: “Are you… pic.twitter.com/IoIy1wciIw— Collin Rugg (@CollinRugg) February 5, 2024
ადგილობრივი პოლიციის ცნობით, მაიკი დარბაზში მომხდარი შელაპარაკების შედეგად დააკავეს, რამდენიმე საათში კი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. რეპერის სასამართლო პროცესი 29 თებერვალს გაიმართება.
48 წლის ქილერ მაიკმა გრემის დაჯილდოებაზე საუკეთესო რეპ შესრულების, საუკეთესო რეპ ალბომისა და საუკეთესო რეპ კომპოზიციის კატეგორიაში გაიმარჯვა. რეპერს გრემის პირველი ჯილდო 2003 წელს აქვს მიღებული.

ასევე დაგაინტერესებთ