,,რემი ვაშაკიძისთვის არ არსებობდა აქ გამონაკლისი, იყო ეს ედუარდ შევარდნაძე თუ ზვიად გამსახურდია“ – რას იხსენებს იაგო ფრანგიშვილი

გერმანიაში მცხოვრრბი ექიმი, იაგო ფრანგიშვილი, რკინიგზის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, რემი ვაშაკიძის გარდაცვალებას ასე ეხმაურება:
,,სიკვდილი სიცოცხლის ბოლო ამოსუნთქვა და მისი გარდაუვალი ნაწილია.
სიკვდილი ცხოვრების ფინიშია.
მიდიხარ, მირბიხარ, დგახარ თუ უკანუკან იხევ ცხოვრებაში – მაინც იმ ფინიშისაკენ მიდიხარ,მირბიხარ, მიექანები.
ეს ბავშვმაც იცის და ამის ყველაფრის ცოდნის მიუხედავად იცხოვრო ფასეულობრივად, აი ესაა ცხოვრება და მისი აზრი.
დიდი პიროვნება მივიდა დღეს ფინიშთან ბოლო ამოსუნთქვით.
პიროვნება, რომელსაც მთელი არსობით სჯეროდა და სწამდა რომ, რაც უფრო მეტი შრომით, მეტი შემართებით და მეტი თავგამოდებით მირბიხარ ცხოვრების ფინიშისაკენ, უფრო და უფრო იქეთ იწევს ფინიშის ხაზი.
გაჩერდები და მკვდარი ხარ
შეწყვეტ ბრძოლას, შემართებას, პრინციპულობას და ეს ფინიში თავად მოვა შენთან.
აი ეს იყო რემი ვაშაკიძე.
ბიძაჩემი
და ეს ,,ბიძაჩემობა,, მეათეხარისხოვანი იყო.
მისთვის და ჩემთვისაც მერე, როცა მისი ფასეულობის და პრინციპების სიღრმეში ჩავიხედე.
უმთავრესი, რაც კი ცხოვრებაში გამომადგა და დარწმუნებული ვარ რომ გამომადგება, ვისწავლე მისგან.
არა იმდენად ,,ჭკუის დამრიგებლურად,, – თუმცა არც ამაზე ამბობდა უარს.
უფრო შეხედვით, გვერდიდან შეხედვით, მის ურთიერთობებზე და ქმედებებზე დაკვირვებით, მისი სხვებთან საუბრით, ჩხუბით თუ ქეიფით.
არასოდეს თითისაც კი არ მოკაკვით.
უძლიერესთნაც კი საკუთარი შემართების და პრინციპების დაუდევრად და დაუფიქრებლად პრეზენტაციით და მერე, როცა გაოგნებულ მოსაუბრეს გაოგნებაზე ,,დაიჭერდა,, აი მერე მჭერმეტყველური დაამებით.
მისი უმთავრესი პრინციპი იყო
,,მე უნდა ვიცოდე ზუსტად შენ ვინ ხარ და რა გასულდგმულებს.
შენ მინდა იცოდე ზუსტად, მე ვინ ვარ და რა მასულდგმულებს.
და მერე ყველაფერზე შეიძლება საუბარი.,,
აი ეს აბსოლუტურად აუცილებელი და უკომპრომისო შესასრულებელი წინაპირობა იყო ამ ადამიანთან ურთიერთობაში.
არ არსებობდა აქ გამონაკლისი.
იყო ეს ედუარდ შევარდნაძე
თუ ზვიად გამსახურდია.
არასოდეს იღებდა ადამიანებს სერიოზულად, როცა ვინმეს სახელით მოდიოდნენ.
როცა მასთან ზვიად გამსახურდიას სახელით თემურ ქორიძე მივიდა, ისე აქეიფა რომ, კაცს დაავიწყდა რატომ მივიდა და თემურ ქორიძე ის დიდი მოაზროვნე იყო, რომელმაც იცოდა რა მოხდა.
მეორე დღეს ზვიადი მივიდა მასთან.
და ეს უდიდესი თავმდამბლური საქციელი რემი ვაშაკიძეს არასოდეს ამოუღია გულიდან.
როცა ედუარდმა ერთი, მეორე, მესამე და მეოთხე ,,კაცი,, გამოუგზავნა.
ჯერ სამტრედიაში და მერე ვაგონში.
ყველა აქეიფა – ქეიფი გამოცდის ნაწილი იყო, პირველივე ჭიქიდან ,მთვრალი, მართლა გონებით მთვრალი არსოდეს მინახავს.
ქეიფის მერე კი, ბოლო მოსულს – ეს ჟვანია იყო – ასე უთხრა
,,მოიცა, მოიცა, სად მიდიხარ, მე ვერაფერი გავიგე – ესეც ედუარდია, ისიც ედუარდიაო – ჩამოუთვალა წინათ მოსულების სახელები და შენც, ჟვანიაც ედუარდი რაფერ ხარ, გამაგებინე და ლიტრიან ყანწს დავლევ ედუარდის სადღეგრძელოდო,,
ეს საშინელი წლები იყო
1991 იან 92 იანები
მე მასთან ვცხოვრობდი
ვაგონში
მე, ეროვნული მოძრაობის აქტიური წევრი და ანტისაბჭოელი, ანტისტალინისტი, ანტი კომუნისტი …
და ასეშემდეგ ანტი..
ის, ეროვნული მოძრაობის პრაგმატულად და საკუთარი პრინციპებიდან გამომდინარე მხარდამჭერი ოღონდ ,,გამოუსწორებელი,, კომუნისტი, უფრო მეტად ,,გამოუსწორებელი,, სტალინისტი და აბსოლუტურად უკომპრომისოდ
,,აზროვნებისტი,,
აი ეს ბოლო რამ გვაკავშირებდა ერთმანეთთან შინაგანად და სამუდამოდ.
რემი ვაშაკიძის უმთავრესი ფასეულობრივად პრინციპი იყო
აზროვნება, გააზრება, კრიტიკული გააზრება – სულერთია რა ხარ, სად ხარ.
ფეშენებელურ ვილებში იყო (არა საკუთარში) თუ იზოლატორულ კარცერში ციხეში (აქაც დიდი ხანი იყო, არ აპატია ედუარდმა პრინციპულობა)
აზროვნება და გააზრება ყოველთვის მასთან იყო.
ამ პრინციპში და ამ უმთავრეს ადამიანურ ფასეულობაში მას უბრალოდ კომპრომისი არ შეეძლო,
აქ მან არ იცოდა არც შვილი, არც ოჯახი, არც ნათესავი, არც მეგობარი – აბსოლუტურად არავინ და ამას ყველას აჩვენებდა ყოველგვარი დიპლომატიის გარეშე.
კრიტიკულ და უკომპრომისო აზროვნებას ის უმთავრეს ადამიანურ ფასეულობად მიიჩნევდა.
ვისაც ეს ჰქონდა, ის იყო მისი შინაგანი მეგობარი, გინდაც მოწინააღმდეგე იდეოლოგიის და მრწამსის ყოფილიყო.
არსოდეს დაგავიწყდეს ვინ ხარ და საიდან მოდიხარ – არა იმიტომ რომ გქონდეს არასრულფასოვნების კომპლექსი, არამედ იმიტომ რომ შენი ფესვები იგრძნო ძალად და ის ახალი ხე, რომლებიც ამ ფესვებზე აღიზარდა, რომელიც შენ ხარ, არასოდეს დაიღუპოს – შენი ფესვები გასაზრდოებს.
როცა გერმანიაში მოვდიოდი მისი დახმარებით, აბა მაშინ პასპორტის გაკეთებაც კი პრობლემა იყო
მის ვაგონში ვცხოვრობდი უკვე წელიწადნახევარი და
მითხრა პასპორტის გადმოცემისას
,,აი ეს ხო არაფერია, ქაღალდის ნაგლეჯია, რომელიც მოგცეს უღირსმა ხალხმა (მხედრიონი და მისთანანი სძულდა ედუარდზე უფრო მეტად)
ეს მაინც შენ ხარო.
ეს უღირსი ხალხის ხელმოწერილი პასპორტი შენ ხარ და არასოდეს გააგდოო ხელიდან. ეს სიმბოლოა – ღირსებისაც და უღირსობისაც – ორივე ჩვენი ნაწილიაო,,
ყველა მეკითხებოდა ხოლმე მერე წლები – გერმანიის მოქალაქეობა არ გაქვს? რატო?
მას არასოდეს უკითხავს და ყოველთვის ეღიმებოდა ამ კითხვაზე
ერთხელ, როცა პატარა ბავშვთან, სიმამრთან და მეუღლესთან ერთად გვაქეიფა მის სასოფლო სამეურნეო მიწაზე და მის ყოველდღიურ სამუშაო ადგილზე 90 წლის ასაკშიც კი,
კარგად შექიფებულმა მითხრა
ბიჯო, მთლად ასე სერიოზულად ნუ მიიღებ ახლა, რაც 10 წლის წინ გითხარი, ოჯახი გყავსო და მიიღე ეს გერმანული მოქალაქეობა, ჩემი დასტური აგერ გაქვსო
და მაგარ მაგარ მთვრალ თვალებში ჩამხედა ფხიზელი თვალებით, მაგარი გამჭვალი ფხიზელი თვალებით..
არ გინდა ახლა ეს ჩემთან მეთქი, შენი სკოლა მაქვს გავლილი და ისე ვერ დამათრობ რომ აზროვნება დამეკარგოს მეთქი
,,გეხუტუნეო,, იმერულად მითხრა, და ორივემ თავი მივანდეთ თრობას და ავცრემლიანდით…
მე, რომელსაც მჯეროდა და მჯერა რომ რუსული ალიანსი არაა ჩვენი მომავალი და რუსების გარეშე უნდა შევძლოთ ფეხზე დადგომა
და
რემი ვაშაკიძე
შეუდრეკი ანტიკაპიტალისტი და არადემოკრატი, შრომის ფანატიკოსი – ფიზიკური თუ აზროვნებითი, სულერთია., პრინციპების ასკეტურად ერთგული, ყველას მიმართ და განსაკუთრებით ოჯახის მიმართ უკომპრომისო …. რომელიც დარწმუნებული იყო და სჯეროდა, რომ ძლიერი საქართველო და ძლიერი ქართული ხელი, ძლიერი კავკასიური ხელი ისე გარდაქმნის და მოარჯულებს რუსეთს, როგორც ეს სტალინმა მოახერხა.
აი ეს სჯეროდა ბოლო ამოსუნთქვამდე.
საქართველოს სულიერ მისიას, გინდაც ქრისტიანულ მისიას ხედავდა უდიდესი პოტენციის, მაგრამ აზროვნებით უსუსტესი ს მოქცევაში, მორჯულებაში….
აი აქ იყოფოდა და ემიჯნებოდა ერთმანეთს ჩვენი პრინციპები და ფასეულობები.
ის იყო მისიონერი.
მიწა მისთვის იყო ყველაფერი და ამიტომ 90 წლისაც კი არ ეშვებოდა მიწაზე მუშაობას.
მიწა მისთვის უდიდესი პასუხისმგებლობა იყო და ამიტომაც ვერ იტანდა შევარდნაძეს რომ მან საქართველოს მიწის ინტეგრულობა შეურაცხყო და პირადი ამბიცია, საქართველოს ხელისუფლად ყოფნა უპირველესად დააყენა
ამიტომ ჰქონდა დიდი პატივისცემა ზვიად გამსახურდიას მიმართ, რომელმაც მისი ხელისუფლების დროს აფხაზებთან უდიდეს შეთანხმებას მიაღწია და ამ შეთანხმების თანაავტორი იყო თავად
რემი ვაშაკიძე.
გემშვიდობები
ბიძი
გემშვიდობები აზროვნების ფეტიშისტო
გემშვიდობები შრომის ფეტიშისტო
გემშვიდობები უკომპრომისო და პრინციპულო
შვილებს და შვილიშვილებს
ოჯახის ყველა წევრს ჩემი თანადგომა და სიყვარული გაქვთ
რემიკოს, მარიკას, მერაბის და დათუნას
თქვენია მომავალი
თქვენ უნდა გადაწყვიტოთ მომავალი
ისე კიარა, როგორც ბაბუას სურდა
არამედ ისე, როგორც თქვენ და მომავალს სურს.
დამერწმუნეთ
ბაბუას უნდა ასე
დამერწმუნეთ
ის გიყურებთ და თქვენით სურს იამაყოს“

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – კატეგორიულად მიუღებელია გარედან ჩარევები, რაც სახეზე გვაქვს და აშკარაა ზოგიერთი საელჩოს მხრიდან – ერთი სანომრე ნიშანი აკლიათ, რომ როგორც პოლიტიკური პარტია, ისე დარეგისტრირდნენ