რემა ლისი – ახალი, 8 ბინიანი ბუტიკური ტიპის პროექტი ცაცხვების ქუჩაზე

რემა დეველოპმენტი ავითარებს ახალ პროექტს – საცხოვრებელ სახლს ლისზე, ცაცხვების ქუჩის IX შესახვევში, ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე განვითარებად და პრესტიჟულ ადგილას. ბუტიკური ტიპის 8 ბინიანი სახლი 3 სართულისაგან შედგება. 3 სართულზე დაგეგმილია ბინები, ხოლო -1 სართულზე მიწისქვეშა პარკინგები.
„ჩვენი პროექტი გამორჩეულია დახვეწილი არქიტექტურითა და მოსაპირკეთებელი მასალების მაღალი ხარისხით. მოზომილი ფერთა გამა, მინიმალისტური გადაწყვეტები, სახლს მსუბუქ და გამორჩეულ იერსახეს აძლევს.“ – გვითხრა რემა დეველოპმენტის დირექტორმა ლაშა ტრაპაიძემ.
რემა ლისის მშენებლობა დაწყებულია და 2025 წლის მარტში სრულდება, ხოლო სარემონტო სამუშაოების დაწყებას მობინადრეები 2024 წლის დეკემბრიდან შეძლებენ.
პროექტი დაფინანსებულია ბანკის მიერ.
რემა ჯგუფი უძრავი ქონების დეველოპმენტის მენეჯმენტ კომპანიაა, რომელიც უკვე 4 წელია დეველოპერულ სექტორში მოღვაწეობს და არაერთი საცხოვრებელი, კომერციული თუ საჯარო შენობის პროექტი აქვს განხორციელებული.
რემა დეველოპმენტის დაკვეთით პროექტის კომერციულ მიმართულებას მართავს კომპანია WWW.GREA.GE