რელიგიის საქმეთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას იოანე ნათლისმცემლის შობას ულოცავს

რელიგიის საქმეთა სახელმწიფო სააგენტო იოანე ნათლისმცემლის შობას ულოცავს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მის მრევლს.
რელიგიის საქმეთა სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია დღეს იესო ქრისტეს უახლოესი წინამორბედის, იოანე ნათლისმცემლის შობას დღესასწაულობს. მათესა და მარკოზის წმინდა სახარებების თანახმად, იოანე უდაბნოში ცხოვრობდა, ადამიანთა ბიწიერებას ამხელდა და მათ სინანულისკენ მოუწოდებდა. იოანე ნათლისმცემელმა მესიის მოსვლა იწინასწარმეტყველა და უფალი იესო ქრისტე მდინარე იორდანეში მონათლა.

ასევე დაგაინტერესებთ