რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო სომეხთა სამოციქულო ეკლესიის ეპარქიას საქართველოში და მის მრევლს იესო ქრისტეს წინადაცვეთის დღესასწაულს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო სომეხთა სამოციქულო ეკლესიის ეპარქიას საქართველოში და მის მრევლს იესო ქრისტეს წინადაცვეთის დღესასწაულს ულოცავს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, წინადაცვეთა ნათლისღების წინასახეს წარმოადგენდა, რომელიც ახალ აღთქმაში ნათლობის საიდუმლომ ჩაანაცვლა.
„სომხური მართლმადიდებელი ეკლესია დღეს იესო ქრისტეს წინადაცვეთას აღნიშნავს. სახარების მიხედვით, უფლის წინადაცვეთა დაბადებიდან მერვე დღეს მოხდა. წინადაცვეთა ნათლისღების წინასახეს წარმოადგენდა, რომელიც ახალ აღთქმაში ნათლობის საიდუმლომ ჩაანაცვლა. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს სომეხთა სამოციქულო ეკლესიის ეპარქიას საქართველოში და მის მრევლს დღესასწაულს და წარმატებებს უსურვებს”,- აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

„ოპოზიციის ალიანსი“ – რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია – ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ქვეყანა

საბა ბრაჭველი: ასეთი სირცხვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობისთვის პირველია. ერთადერთი, იმედს ვიტოვებ, ოცნების ჭკვიანები ამ ანგარიშის ავტორებს არ დააკავებენ ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის გამო